გაკვეთილის გეგმა
ქართული, როგორც მეორე ენა, ნინო ადამია
გაკვეთილის მთავარი თემა
|
მეგობრის წერილის გააზრება და საპასუხო წერილის დაწერა.
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი, VI კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილის თემა აქტუალურია, იმდენად, რამდენადაც მოსწავლეები
ისწავლიან პრობლემის გააზრებას და, მისი
ანალიზის შემდგომ, თანმიმდევრულად ჩამოაყალიბებენ წერილობითი სახით საკუთარ აზრებს,
შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე.
|
გაკვეთილის მიზნები და
შედეგები
|
მოსწავლეები შეძლებენ, რომ გააანალიზონ მათი თანატოლის წერილში
დასახელებული კონკრეტული პრობლემები, იპოვონ მათი გადაჭრის გზები და მისცენ
რჩევები მეგობარს.
ეს საქმიანობები მათ დაეხმარება, რომ განივითარონ მსჯელობის,
აზრების თანმიმდევრულად დალაგებისა და მათი წერილობით გადაცემის უნარები.
ქ. მ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის
(ღია ბარათის, პირადი წერილის) წაკითხვა და გაგება.
ქ.მ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია პირადი წერილის დაწერა.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა უკვე იციან, როგორ უნდა გამოკვეთონ ტექსტში ძირითადი
საკითხები/პრობლემები, როგორ უნდა გაამახვილონ მათზე ყურადღება...
მოსწავლეებს უკვე აქვთ პირადი წერილების წერის გამოცდილება, იცნობენ
წერილის სტრუქტურას, იციან მისი აგების პრინციპები...
მათთვის ასევე ნაცნობია ე.წ. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდიც,
რომლის დახმარებითაც შეძლებენ მეგობრის წერილში დასმული პრობლემების გააზრებას
და პასუხების ჩამოყალიბებას საკუთარ წერილში.
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
ა) გაკვეთილის განმავლობაში დავაკვირდები, როგორ ჩაერთვება ესა თუ
ის მოსწავლე წერილის კითხვის პროცესში, როგორ გაიგებენ ტექსტს, რამდენად სწორად
გამოკვეთენ მასში დასმულ პრობლემებს...
ბ) მსჯელობის მონაკვეთში მივაქცევ ყურადღებას მოსწავლეთა
აქტიურობასა და ჩართულობას...
გ) პასუხის წერის დროს გავაკონტროლებ, რომ ყველა ჩაერთოს ამ
პროცესში ინდივიდუალურად, რომ გააკონტროლონ მათთვის მიცემული დრო და დროულად
დაასრულონ დავალებული სამუშაო...
ყველა ამ აქტივობის დროს, განსაკუთრებით ა და ბ მონაკვეთებში
მოსწავლეებს აქტიურად მივცემ ინდივიდუალურ განმავითარებელ შეფასებებს.
გაკვეთილის დაწყებისას მოსწავლეებს შევახსენებ შეფასების უკვე
კარგად ნაცნობ კრიტერიუმებს წერითი სამუშაოსთვის (მაქს. - 10ქულა და მინ. – 0
ქულა.)
(იხ. დანართი 2)
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ძირითადი ტექსტი (იხ.
დანართი 1) (მასწავლებლის მიერ ფურცლებზე
ამობეჭდილი), ფერადი მარკერები, მოსწავლეთა რვეულები...
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო
საკითხები - 2 წთ
ü მასწავლებელი კლასს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზნებს, მუშაობის
სოციალურ ტიპს (ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობა). სთხოვს მათ
სახელმძღვანელოს შენახვას, რადგან ამ გაკვეთილს დამატებითი რესურსი სჭირდება.
ü შემდეგ ერთ-ერთი ნებისმიერი
მსურველი კლასს დაურიგებს მასწავლებლის მიერ შეტანილ რესურსს - ტექსტს.
ü მოსწავლეებს ჯერ არ ევალებათ
კითხვის დაწყება, ისინი უბრალოდ უნდა დააკვირდნენ მიცემული ტექსტის აგებულებას
და უპასუხონ მასწავლებლის შეკითხვებს (რა ტიპის ტექსტი აქვთ მიცემული (პირადი
წერილი)? როგორ მიხვდნენ, რომ წერილია? რა განსხვავებული ნიშნები ახასიათებს
წერილს? შეუძლიათ, თუ არა ტექსტის დაყოფა სტრუქტურულად (მისალმება, მოკითხვა,
ძირითადი ნაწილი, პრობლემის აღწერა...)?
ü ვიწყებთ წერილის კითხვას, გაგრძელების პრინციპით, მოსწავლეებმა
წინასწარ არ იციან, რომელი მათგანი გააგრძელებს კითხვას. დრო და დრო,
შესაძლებელია, საჭირო გახდეს შეჩერება და სიტყვებისა თუ ფრაზების დაზუსტება,
რადგან კლასის მთელი ნაწილი ეთნიკურად აზერბაიჯანელია, მასწავლებელი უნდა
დარწმუნდეს, რომ ტექსტი (ამ ეტაპზე) გლობალურად მაინც არის გასაგები თითოეული
მოსწავლისათვის.
ü კითხვის დასრულების შემდეგ იწყება მცირე დისკუსია, ტექსტის უკეთ
გაგებისათვის. მასწავლებელი სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებზე პასუხების შემდეგაც
უნდა გამოიკვეთოს წერილის ავტორის განწყობა, ემოციები, დამოკიდებულება
ადრესატთან, ავტორის მიერ გამოკვეთილი პრობლემები და მათი გამომწვევი
მიზეზები...
ü შემდგომ ეტაპზე მასწავლებელი ურიგებს კლასს ფერად მარკერებს და
ავალებს მოსწავლეებს, რომ იმუშაონ წყვილებად და მარკერებით გამოკვეთონ წერილიდან
ის ადგილები, რომლებშიც ავტორი მის პრობლემებზე საუბრობს.
ü მთელი კლასი ერთად აჯამებს გამოკვეთილ პრობლემებს და იწყება ამ პრობლემების
მოკლე ანალიზი: რამ გამოიწვია ავტორის ცხოვრებაში ამ პრობლემების გამოჩენა და
როგორ უნდა მოაგვაროს მან ისინი...
ü მცირე დისკუსიის შემდეგ მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, რომ
ინდივიდუალურად წერილობით ჩამოაყალიბონ საპასუხო წერილები ფურცლებზე, რომელშიც
თანატოლს მისწერენ თავიანთ ემოციებს და დამოკიდებულებებს მისი პრობლემების
მიმართ, რათა დაეხმარონ მას შექმნილი პრობლემების მოგვარებაში.
ü პრეზენტაცია: დაახლოებით 3-4 მსურველი კითხულობს მის ნამუშევარს,
მასწავლებელი კლასთან ერთად განიხილავს, რამდენად შეეხო მოსწავლე მისი თანატოლის
ყველა პრობლემას და რამდენად აუხსნა მას მათი გადაჭრის გზები...
ü მასწავლებელი აჯამებს პრეზენტაციებს, ვინც
გაკვეთილზე არ წაიკითხა საკუთარი წერილი, მათ ნამუშევრებს პედაგოგი წაიკითხავს
სახლში.
ü გრძელდება მოკლე მსჯელობა
იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია ადამიანისათვის პრობლემის გააზრების, მისი
მიზეზების ძიებისა და მათი მოგვარების უნარების ჩამოყალიბება.
საშინაო დავალება: პირადი წერილი მასწავლებელს (თუ მოსწავლეებს
სურვილი აქვთ, წერილი შეიძლება იყოს ანონიმური). მთავარია, რომ დავალებაში
მოსწავლეები იყვნენ გულახდილები.
|
დანართი 1
წაიკითხეთ თქვენი თანატოლის პირადი წერილი მეგობრის
მიმართ:
გამარჯობა,
ელენე,
როგორ
ხარ? რომ იცოდე, როგორ მომენატრე. მომიყევი შენ შესახებ, როგორ ხარ, რას აკეთებ, რა
არის ახალი შენს ცხოვრებაში?
იცი,
მე რა მოწყენილი ვარ? ამ ახალ ბინაში უკვე აღარაფერი მომწონს, არც სკოლა. ჯერ ვფიქრობდი,
რომ ყველაფერი მომეწონებოდა, მშობლებმა მითხრეს, ახალ სახლში და ახალ სკოლაში ბედნიერი
იქნები, ახალი მეგობრები გეყოლება და სულ მხიარულად იქნებიო, მაგრამ ყველაფერი სხვანაირადაა,
სკოლაში წასვლა არ მინდა, 2 კლასელი გოგო სულ დამცინის, არავინ მელაპარაკება... რომ
იცოდე, როგორ მომენატრა ჩვენი სკოლა, ჩვენი კლასი, ჩემი მერხი და სკამიც კი ძალიან,
ძალიან მენატრება, გახსოვს, მუსიკის გაკვეთილი რომ არ ჩატარდა, რა ბედნიერები და მხიარულები
ვიყავით კლასელები? სულ ვფიქრობ შენზე, ჩვენს კლასზე, ჩვენს მასწავლებლებზე. აქ ერთი
მასწავლებელი მომწონს ძალიან, მათემატიკის მასწავლებელია, სულ ხუმრობს და იცინის, თან
ძალიან ჭკვიანია.
გახსოვს,
როგორ მიყვარდა ინგლისურის გაკვეთილები? ახლა საერთოდ აღარ მომწონს, იმიტომ, რომ მასწავლებელი
სულ ყვირის და ჩხუბობს, მე მეუბნება, რომ ზარმაცი ვარ, სულ ვწერ დავალებებს, მაგრამ
მაინც არ მოსწონს, რა ვქნა არ ვიცი, ვფიქრობ, ჩემს დამრიგებელს ვუთხრა თუ ჩემს მშობლებს.
მალე
მომწერე, რა, პასუხი, ძალიან მენატრები და გელოდები,
გკოცნი
ბევრს, შენი გვანცა.
17.05.2017წ.
დანართი 2
წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები
შინაარსისთვის
I კრიტერიუმი
შინაარსობრივი გამართულობა
|
|
შინაარსს გადმოსცემს
თანამიმდევრობით, არ ტოვებს არც ერთ მნიშვნელოვან მომენტს/ფაქტს.
|
3
|
შინაარსის გადმოცემისას
იცავს თანამიმდევრობას, მაგრამ გამოტოვებულია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი/ფაქტი
ან შინაარსს გადმოსცემს, მაგრამ ერთ შემთხვევაში დარღვეულია თანამიმდევრობა.
|
2
|
თანამიმდევრობა დარღვეულია/ტოვებს
მნიშვნელოვან მომენტებს/ფაქტებს, შინაარსი არასრულყოფილია.
|
1
|
დარღვეული თანმიმდევრობის
გამო შინაარსის გაგება ჭირს/არ არის სწორად გაგებული შინაარსი, ამახინჯებს
ფაქტებსა და მოვლენებს.
|
0
|
II კრიტერიუმი
ნაწერის აგება
|
|
ნაშრომი
შეკრულია, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი, წერს სუფთად და გარკვევით.
|
2
|
ნაშრომი
შეკრულია, თუმცა აბზაცები ზოგ შემთხვევაში არასწორადაა გამოყოფილი, ნაწერის
გარეგნული სახე გასაუმჯობესებელია.
|
1
|
ნაშრომი
არ არის შეკრული, აბზაცები არასწორადაა/საერთოდ არ არის გამოყოფილი, ნაწერის
ამოკითხვა ჭირს.
|
0
|
III კრიტერიუმი
სტილი და ლექსიკური გამართულობა
|
|
ლექსიკა
მდიდარია, ადეკვატურად იყენებს ახალშესწავლილ ლექსიკურ ერთეულებს,
ფრაზეოლოგიზმებს.
|
3
|
ლექსიკა
შინაარსის ადეკვატურია, თუმცა ნაკლებად იყენებს ახალშესწავლილ ლექსიკას და
ფრაზეოლოგიზმებს. დაშვებულია ორიოდ სტილური ხარვეზი.
|
2
|
ლექსიკა
ღარიბია, თუმცა აზრი გასაგებია. არ იყენებს ახლადშესწავლილ სიტყვებსა და
ფრაზებს. დაშვებულია რამდენიმე სტილური ხარვეზი.
|
1
|
ლექსიკა მწირია,
შეზღუდული. ხშირ შემთხვევაში აზრის გაგება ჭირს.
|
0
|
IVკრიტერიუმი
ენობრივი გამართულობა
|
|
ნაშრომში არ არის დაშვებული 3-ზე
მეტი ისეთი ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური,
სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომა, რომელთა შესახებ წესები ნასწავლი აქვს. |
2
|
ნაშრომში არ არის დაშვებული 8-ზე მეტი
ისეთი ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური, სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომა, რომელთა
შესახებ წესები ნასწავლი აქვს.
|
1
|
ნაშრომში დაშვებულია 8–ზე მეტი
ისეთი ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური, სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომა, რომელთაშესახებ წესები ნასწავლი აქვს.
|
0
|
No comments:
Post a Comment